2026 წლის 1 მაისიდან ძალაში შედის ცვლილებები „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“, რომლის მიხედვითაც საგზაო მოძრაობის წესების დარღვევაზე სანქციები მკაცრდება.
განახლებული წესებით:
- გზაზე მანევრირების დარღვევა 100 ლარამდე დაჯარიმდება და მძღოლს 20 ქულა ჩამოაკლდება;
- სიჩქარის 15-დან 40 კმ/სთ-მდე გადაჭარბება 50-დან 100 ლარამდე დაჯარიმდება;
- უსაფრთხოების ღვედის არგამოყენება 50 ლარით დაჯარიმდება და 10 ქულის დაკლებას გამოიწვევს;
- მობილურით სარგებლობა მართვისას 50 ლარამდე სანქციას დაექვემდებარება;
- გაჩერება-დგომის წესების დარღვევა 50 ლარამდე იზრდება არა მხოლოდ თბილისში, არამედ სხვა ქალაქებსა და კურორტებზეც;
- ე.წ. „დრიფტი“, თუ მას მსუბუქი დაზიანება მოჰყვა, 500 ლარიან ჯარიმასთან ერთად მართვის უფლების 6 თვით შეჩერებას გამოიწვევს;
- განმეორებითი დარღვევა, რომელიც საცობს ან საავარიო სიტუაციას შექმნის, 300 ლარით დაჯარიმდება და 30 ქულა ჩამოაკლდება;
- თბილისში არასამიზნოდ მოძრავი N2/N3 კატეგორიის სატვირთოებისთვის 500 ლარიანი ჯარიმა დაწესდება.
ცვლილებები მიზნად ისახავს გზებზე უსაფრთხოების გაზრდას და დარღვევების შემცირებას.