კორეული თავის მოვლისა და კოსმეტიკური პროდუქტების ერთ-ერთმა წამყვანმა ბრენდმა COSRX-მა კომპანია PSP –  Europe, Middle East and Africa (EMEA) რეგიონის 2025 წლის პირველი კვარტლის საუკეთესო მარკეტინგულ პარტნიორად დაასახელა.

COSRX-ის ოფიციალურ საინფორმაციო ბიულეტენში აღნიშნულია, რომ PSP განსაკუთრებული კრეატიულობით, თავდადებითა და ეფექტური მარკეტინგული აქტივობებით გამოირჩა, რის შედეგადაც კომპანიამ რეგიონში საუკეთესო პარტნიორის სტატუსი მოიპოვა.

PSP საქართველოში COSRX-ის ოფიციალური დისტრიბუტორია და წლებია მომხმარებელს კორეული თავის მოვლისა და კოსმეტიკური ბრენდების მრავალფეროვან ასორტიმენტს სთავაზობს.

კომპანიაში აცხადებენ, რომ საერთაშორისო აღიარება მათთვის როგორც წარმატებას, ისე დიდ პასუხისმგებლობას ნიშნავს.

„PSP არაერთი ადგილობრივი და საერთაშორისო ჯილდოს მფლობელია, თუმცა თითოეული აღიარება ჩვენთვის პასუხისმგებლობასთან ასოცირდება – როგორც პარტნიორების, ისე მომხმარებლების წინაშე. COSRX ერთ-ერთი ახალი ბრენდია ჩვენს ქსელში და განსაკუთრებით სასიამოვნოა პარტნიორის მხრიდან ასეთი შეფასება. ამ წარმატებაში მნიშვნელოვანი წვლილი ქართველ მომხმარებლებს მიუძღვით,“ – აცხადებენ PSP-ში.

კომპანიის ინფორმაციით, კორეული ბრენდების მიმართულება PSP-ისთვის ერთ-ერთი ყველაზე სწრაფად მზარდი სეგმენტია. მათივე თქმით, უახლოეს მომავალში ქართულ ბაზარზე კიდევ არაერთი ცნობილი კორეული ბრენდი გამოჩნდება.

 

კომერციული მასალა