აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპი განაცხადა, რომ შეერთებული შტატები ირანთან მიმართებით „სრულ გამარჯვებას“ უახლოეს ორ კვირაში გამოაცხადებს.
მისი თქმით, მიმდინარეობს მოლაპარაკებები და ირანი მზად არის შეთანხმებისთვის.
„ამჟამად მოლაპარაკებებს ვაწარმოებთ და მათ ძალიან კარგი გარიგების დადება სურთ. ისინი მზად არიან ყველაფერი მოგვცენ, მზად არიან უარი თქვან ბირთვულ იარაღზე“, – აღნიშნა ტრამპმა.
მისივე განცხადებით, აშშ კონფლიქტში გამარჯვებას უახლოეს პერიოდში მიაღწევს, რაც, მისი თქმით, ნავთობის ფასების შემცირებასაც გამოიწვევს.
ტრამპის განცხადება გაკეთდა ირანის ბირთვულ პროგრამასთან დაკავშირებული მოლაპარაკებებისა და ახლო აღმოსავლეთში არსებული დაძაბული ვითარების ფონზე.