კომპანია „გრინ ჯორჯია“ ქართულ ბაზარზე გამწვანების სრული სერვისით ოპერირებს და მომხმარებლებს ე.წ. „ერთი ფანჯრის“ პრინციპზე დაფუძნებულ მომსახურებას სთავაზობს. ამის შესახებ კომპანიის წარმომადგენელმა, მცენარეთმცოდნემ, მებაღემ და დეკორატორმა მარიკა შელიამ რადიო „მაესტროს“ გადაცემაში „მაესტროს ბიზნეს თაიმი“ ისაუბრა.
მისი თქმით, კომპანია მომხმარებლებს პრემიუმ კლასის ევროპული ნერგების ფართო არჩევანს სთავაზობს და ეზოს გამწვანების პროცესში ყველა ეტაპზე უწევს მხარდაჭერას – მცენარეების შერჩევიდან ლანდშაფტის დიზაინის შექმნასა და შემდგომ მოვლამდე.
„მომხმარებელს, რომელსაც ეზოს გამწვანება სურს, ვეხმარებით როგორც მცენარეების არჩევაში, ისე ეზოს დიზაინის დაგეგმვაში. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ ჩვენთან შეძენილი მცენარეები მომავალშიც სათანადოდ მოვლილი იყოს, ამიტომ სრულ სერვისს ვთავაზობთ. ჩვენი მთავარი პრიორიტეტი მაღალხარისხიანი ნერგებია“, – განაცხადა მარიკა შელიამ.
მისივე ინფორმაციით, „გრინ ჯორჯია“ მომსახურებას როგორც ფიზიკურ პირებს, ისე კორპორატიულ კლიენტებსაც უწევს. კომპანია აქტიურად თანამშრომლობს სამშენებლო სექტორთან და საცხოვრებელი თუ კომერციული პროექტების მიმდებარე ტერიტორიების გამწვანებაში მონაწილეობს.
„აქტიურად ვთანამშრომლობთ სამშენებლო კომპანიებთან, რათა მათ პროექტებში მიმდებარე ტერიტორიების გამწვანება უზრუნველვყოთ. ამ მიმართულებით წარმატებული თანამშრომლობა გვაქვს“, – აღნიშნა მარიკა შელიამ.
კომპანიის მომსახურება მოიცავს ლანდშაფტის დიზაინის დაგეგმვას, სარწყავი სისტემების მონტაჟს, პრემიუმ კლასის ევროპული ნერგების მიწოდებასა და გამწვანებული სივრცეების შემდგომ მოვლას.
კომერციული მასალა
