დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი ენდი ბერნემი უკრაინის დედაქალაქ კიევში ჩავიდა. ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი ანდრეი სიბიგა აცხადებს.

სიბიგას ცნობით, უკრაინის დამოუკიდებლობის 35-ე წლისთავის აღსანიშნავად კიევში დიდი ბრიტანეთის, ესტონეთის, ლუქსემბურგისა და მოლდოვის სახელმწიფო და მთავრობის მეთაურები ჩავიდნენ.

კიევში ასევე იმყოფება ევროპული საბჭოს პრეზიდენტი ანტონიო კოშტა.

ანდრეი სიბიგა კიევის რკინიგზის სადგურზე დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრ ენდი ბერნემს, ლუქსემბურგის პრემიერ-მინისტრ ლუკ ფრიდენს, მოლდოვის პრეზიდენტ მაია სანდუსა და ესტონეთის პრეზიდენტ ალარ კარისს დახვდა.

ცნობისთვის, ენდი ბერნემისთვის ეს დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრად დანიშვნის შემდეგ საზღვარგარეთ პირველი ვიზიტია.