რუსეთს მშვიდობა არ სურს და მას მობილიზაცია სურს, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინის დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით გავრცელებულ მიმართვაში განაცხადა.
ზელენსკის თქმით, რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი იმედოვნებს, რომ უკრაინა ომით დაიღლება, თუმცა, მისივე შეფასებით, რუსეთს უკრაინის წინააღმდეგ ომის გაგრძელება აღარ უნდა შეეძლოს.
„პუტინი იმედოვნებს, რომ ჩვენ დავიღალეთ. მაგრამ, ჩვენ ვიცით, რომ ის მოკვდავია. მას ჩვენი არასდროს ესმოდა. ახლა კი ამისთვის დრო აღარ ექნება. შენ გსურდა, რომ უკრაინა რუკიდან წაგეშალა, ახლა კი მომავალი ცივილიზაციის საერთაშორისო დღის წესრიგში აღარ ხარ. 27 წლის განმავლობაში რუსეთის მეთაური სიდიადის შესახებ საუბრობდა, ახლა რუსეთი კი ბენზინის რიგში დგას“, – განაცხადა ზელენსკიმ.
უკრაინის პრეზიდენტმა ასევე აღნიშნა, რომ უკრაინამ, ევროპამ, აშშ-მა და მთლიანად მსოფლიომ ერთიანობა უნდა შეინარჩუნონ.
„მოხარული ვარ, რომ აშშ-მა ყველა ილუზია დაკარგა იმის შესახებ, ნამდვილად სურს თუ არა რუსეთს ამ ომის დასრულება. მჯერა, რომ ამერიკა ყველა წინააღმდეგობასა და ფობიას დაძლევს რუსეთთან დაკავშირებით. რუსების მოლაპარაკებების მაგიდასთან დასმა უნდა მოხდეს. უკრაინას ყველაფერი უნდა მიეცეს, რაც რუსეთს ომის დასრულებას აიძულებს. არ გთხოვთ, რომ ჩვენთვის იბრძოლოთ. მიეცით უკრაინას ყველაფერი, რაც ამ ომის შესაჩერებლად სჭირდება“, – აღნიშნა ზელენსკიმ.