საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე უკრაინას დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს და უკრაინელ ხალხს მშვიდობას, სიმტკიცესა და კეთილდღეობას უსურვებს.
„დამოუკიდებლობის დღეს გილოცავ, უკრაინა! ჩვენს ქვეყნებსა და ხალხებს შორის არსებული მტკიცე კავშირები ისტორიულ მეგობრობასა და საერთო ღირებულებებს ეფუძნება. გისურვებთ მშვიდობას, სიმტკიცესა და კეთილდღეობას. გაუმარჯოს უკრაინას“, – აღნიშნავს კობახიძე ვიდეომიმართვაში.