ირანის წინააღმდეგ დასკვნით ფაზაში შევდივართ და ნებისმიერი ქვეყანა, რომელიც ირანის რეჟიმის ფინანსური არტერიის როლს ასრულებს, მისი იზოლაციის გაზიარებას უნდა ელოდოს, – ამის შესახებ აშშ-ის ხაზინის მდივანი სკოტ ბესენტი Financial Times-ში გამოქვეყნებულ სტატიაში წერს.

ბესენტის განცხადებით, აშშ ირანის წინააღმდეგ „ყველაზე დიდი ფინანსური შეტევის“ განხორციელებას გეგმავს, რომლის მიზანიც, მისი თქმით, თეირანის რეჟიმისთვის ეკონომიკური რესურსების შეზღუდვაა.

„მსოფლიომ უნდა გაიგოს, რომ ჩვენი მიზანია ყველა ეკონომიკური სასიცოცხლო მნიშვნელობის წყაროს ჩამოშორება, რომლითაც ტირანული რეჟიმი საკუთარ თავს ინარჩუნებს, ვიდრე თეირანი სრულიად მარტო არ დარჩება“, – წერს ბესენტი.

მისივე განცხადებით, ქვეყნები და კომპანიები, რომლებიც ირანს ფინანსურ მხარდაჭერას უწევენ, შესაძლოა, აშშ-ის სანქციების სამიზნეები გახდნენ.

„ნებისმიერი ქვეყანა, რომელიც დაუძლურებული რეჟიმის ფინანსური არტერიის როლს ასრულებს, უნდა ელოდოს იმას, რომ მის იზოლაციას გაიზიარებს“, – აცხადებს ბესენტი.

აშშ-ის ხაზინის მდივანი სკოტ ბესენტი ორშაბათს პრესკონფერენციას გამართავს.