აშშ-ის პრეზიდენტის წარმომადგენლების, სტივ უიტკოფისა და ჯარედ კუშნერის კიევში დაგეგმილი ვიზიტი გადაიდო. ინფორმაციას უკრაინული მედია „რადიო თავისუფლების“ ჟურნალისტ ალექს რაუფოღლუზე დაყრდნობით ავრცელებს.

გავრცელებული ინფორმაციით, ვიზიტი „ცოტა ხნით გადაიდო, მაგრამ არ გაუქმებულა“.

ჟურნალისტის წყაროების ცნობით, ვიზიტის გადადების ერთ-ერთი შესაძლო მიზეზი შესაძლოა, ბოლო კვირების განმავლობაში კიევზე რუსეთის სარაკეტო დარტყმების გაძლიერება იყოს.

მანამდე ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ უიტკოფი და კუშნერი კიევში ვიზიტს უკრაინის დამოუკიდებლობის დღეს, 24 აგვისტოს გეგმავდნენ.