რეგიონული განვითარების მინისტრის თანამდებობიდან გადამდგარი მამუკა მდინარაძე აცხადებს, რომ პოლიტიკიდან წასვლის შემდეგ, შესაძლოა, კერძო სექტორში გადავიდეს და საკუთარი შესაძლებლობები ბიზნესში მოსინჯოს.

როგორც მდინარაძემ აღნიშნა, ამ ეტაპზე კონკრეტული გეგმა არ აქვს და გადაწყვეტილება სამომავლო საქმიანობის შესახებ ჯერ არ მიუღია.

„გინდ დამიჯერეთ და გინდ არა, ამაზე არ მიფიქრია. ადრე ხუმრობით მილაპარაკია, რომ შეიძლება ჩემზე ცნობილი ადვოკატი ბევრი არ იყოს. სიმართლე გითხრათ, ახლა ამ თემაზე სერიოზულად არ მიფიქრია. შეიძლება ბიზნესში მოვსინჯო ძალები, რადგან აზარტული ნამდვილად ვარ ამ მიმართულებით და არა იმ მიმართულებით, რასაც კლასიკურად ეძახიან“, – განაცხადა მდინარაძემ.

შეგახსენებთ, მამუკა მდინარაძემ დღეს განაცხადა, რომ რეგიონული განვითარების მინისტრის თანამდებობას ტოვებს და პოლიტიკიდან მიდის.