ბოლივიაში, ვიაჩას მუნიციპალიტეტში მდებარე სამხედრო ბაზაზე აფეთქება მოხდა, რასაც მსხვერპლი და დაშავებულები მოჰყვა. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
აფეთქების შედეგად, სულ მცირე, 2 ადამიანი დაიღუპა, ხოლო ათობით პირი დაშავდა.
ბოლივიის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, შემთხვევის შემდეგ 14 ადამიანი დაკარგულად ითვლება.
ხელისუფლების განცხადებით, აფეთქება სამხედრო ბაზაზე განთავსებულ პიროტექნიკის საცავში მოხდა. ამ ეტაპზე უცნობია, რამ გამოიწვია აფეთქება.
ადგილობრივი უწყებები შემთხვევის გარემოებებს და აფეთქების მიზეზებს იკვლევენ.