რუსეთის ძალებმა კიევისა და ბორისპოლის აეროპორტებზე იერიში მიიტანეს, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს.

ზელენსკის შეფასებით, აღნიშნული დარტყმები უკრაინაში აშშ-ის წარმომადგენლების დაგეგმილ ვიზიტს და მათ შესაძლო ჩამოფრენასთან დაკავშირებულ მზადებას უკავშირდება.

„ნათელია, რომ აეროპორტებზე რუსეთის ეს დარტყმები იმ მოლაპარაკებებსა და მზადებაზე რეაქციაა, რომელიც უკრაინაში აშშ-ის წარმომადგენლების ჩამოფრენას და კიევის ან ბორისპოლის აეროპორტებში დაშვებას უკავშირდება. რუსულ-ირანული „შაჰედები“ ამერიკული დიპლომატიის საპასუხოდ“, – წერს ზელენსკი X-ზე.

უკრაინის პრეზიდენტის განცხადებით, კიევი რუსეთის მოქმედებას მომავალ კვირას რუსეთის საჰაერო სივრცეში შესაბამისი ოპერაციით უპასუხებს.

„რა თქმა უნდა, ჩვენი მხრიდან დიპლომატიის მიმართ არანაირი საფრთხე არ არსებობს და არც იქნება“, – აცხადებს უკრაინის პრეზიდენტი.