რუსეთის ძალებმა დნეპროპეტროვსკის ოლქზე იერიში მიიტანეს, რასაც მსხვერპლი მოჰყვა. უკრაინული მედიის ინფორმაციით, თავდასხმის შედეგად 4 ადამიანი დაიღუპა, 5 კი დაშავდა.
რუსულმა ძალებმა ქალაქ კამიანსკეში მდებარე საწარმოს დაარტყეს. თავდასხმის შედეგად ოთხი ადამიანი დაიღუპა, ხუთმა კი დაზიანებები მიიღო.
დნეპროპეტროვსკის ოლქის საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციის თავმჯდომარის, ალექსანდრ განჟას განცხადებით, კამიანსკეში 5 სექტემბერი გლოვის დღედ გამოცხადდა.
რუსეთის იერიშის შედეგები დაფიქსირდა კიევის ოლქშიც. ქალაქ ბორისპოლში ცხრასართულიანი საცხოვრებელი კორპუსის ერთ-ერთ ბინაში ხანძარი გაჩნდა.
კიევის საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, ტიმურ ტკაჩენკოს ინფორმაციით, ბორისპოლში თავდასხმის შედეგად ორი ადამიანი დაშავდა.