ბათუმში ძლიერი წვიმის შედეგად რამდენიმე ქუჩა დაიტბორა. ადგილობრივების ინფორმაციით, განსაკუთრებული პრობლემები აღმაშენებლის, კობალაძის, ხიმშიაშვილისა და აბუსერიძის ქუჩებზე შეიქმნა.
დატბორილ გზებზე წყალმა საავტომობილო მოძრაობაც შეაფერხა.
ადგილობრივები სანიაღვრე სისტემის მოწესრიგებას ითხოვენ. მათი თქმით, ძლიერი წვიმის დროს აღნიშნულ ქუჩებზე დატბორვა პერიოდულად ფიქსირდება, რაც გადაადგილებას ართულებს.
მოქალაქეები პრობლემის მოგვარების თხოვნით ბათუმის მერიას მიმართავენ.