რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის განცხადებით, უკრაინის ხელისუფლება მშვიდობისა და მოლაპარაკებების განახლებაზე საუბრის მიუხედავად, რეალურად პროცესის გაგრძელებას ხელს უშლის. ამის შესახებ პუტინმა განაცხადა.
„კიევის რეჟიმის წარმომადგენლები, კიევის ხელმძღვანელობა, მშვიდობაზე საუბრობენ, ვითომდა მოლაპარაკებების განახლებას გვთავაზობენ. სინამდვილეში კი, ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ არანაირი მშვიდობა და არანაირი მოლაპარაკებები არ იყოს“, – განაცხადა პუტინმა.
მისივე თქმით, უკრაინის ხელისუფლება ქვეყანაში არჩევნებს არ ატარებს და ამავდროულად ცდილობს რუსეთში საარჩევნო პროცესისთვის ხელის შეშლას.
პუტინმა ასევე განაცხადა, რომ რუსეთს ევროპისა და ევროპული ქვეყნების მიმართ აგრესიული განზრახვები არ აქვს.
„კიდევ ერთხელ მინდა განვაცხადო, რომ რუსეთს ევროპისა და ევროპული ქვეყნების მიმართ არანაირი აგრესიული განზრახვა არ გააჩნია. ჩვენს ევროპელ მეზობლებთან თანამშრომლობისთვის და ურთიერთობების აღსადგენად მზად ვართ“, – აღნიშნა რუსეთის პრეზიდენტმა.