რუსეთის ძალებმა უკრაინის სუმის ოლქზე იერიში მიიტანეს, რასაც მსხვერპლი მოჰყვა. ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.
მედიის ცნობით, სუმში რუსულმა ძალებმა მრავალსართულიან საცხოვრებელ კორპუსს მართვადი ავიაბომბით დაარტყეს. შედეგად, ორი ადამიანი დაიღუპა, ცხრა კი დაშავდა.
კიდევ ერთი ადამიანი ბელოპოლიეს თემში დრონით განხორციელებულ თავდასხმას ემსხვერპლა.
რუსეთის იერიშების შედეგად სუმის ოლქში დაზიანდა 8 მრავალსართულიანი საცხოვრებელი შენობა, ორი სასწავლო დაწესებულება და 20-ზე მეტი ავტომობილი.