საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო აცხადებს, რომ ზურაბ გირჩი ჯაფარიძისთვის რომელიმე ქვეყანაში შესვლის აკრძალვა არ მოუთხოვია. უწყებამ განმარტება „კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერის თურქეთის აეროპორტში დაკავების შესახებ გავრცელებული ინფორმაციის შემდეგ გააკეთა.
როგორც სამინისტროში „ინტერპრესნიუსს“ განუცხადეს, ჯაფარიძის „რომელიმე ქვეყანაში შესვლის აკრძალვა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მოთხოვნა არ ყოფილა”.
თავად პოლიტიკოსის განცხადებით, თურქეთის საზღვარზე დაკავებისას განუმარტეს, რომ ქვეყანაში შესვლა 2025 წლის ნოემბრიდან ეკრძალება. მისივე ცნობით, მიზეზად საქართველოს ოფიციალური სტრუქტურებიდან მიღებული ინფორმაცია დაუსახელეს.
ჯაფარიძე აცხადებს, რომ ხვალ საქართველოში დააბრუნებენ.