“ არ დანებდეთ. ევროკავშირი ყოველთვის ღია იქნება იმ ხალხისთვის, ვინც მას იმედით შეჰყურებს – სწორედ ამას ვეუბნებით ყველა ქვეყანას, – ამის შესახებ ევროპარლამენტის პრეზიდენტმა, რობერტა მეცოლამ ევროპული საბჭოს სამიტის წინ   განაცხადა, როდესაც უპასუხა „ევროსკოპის“ შეკითხვას, რა გზავნილი აქვს იმ ქართველებისთვის, რომლებიც კვლავაც იბრძვიან ევროპული მომავლისთვის.

„ჩვენ ასევე ველოდებით გაწევრიანების პროცესის დაჩქარებას – თითოეული ქვეყნის მიღწევებისა და დამსახურების შესაბამისად; სწორედ ამიტომ ვაგრძელებთ დიალოგს ყველა ქვეყანასთან“, – აღნიშნა რობერტა მეცოლამ.