“ ტრამპის ადმინისტრაციის მიერ „გრემის კანონის“ შეჩერება ისტორიული მომენტია,”  – ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენელი კირილ დმიტრიევი სოციალურ ქსელში  წერს.  კირილ დმიტრიევი აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მიერ გამოცემულ აღმასრულებელ ბრძანებას ეხმაურება, რომლითაც ტრამპმა რუსეთის წინააღმდეგ „ლინდსი გრემის კანონით“ გათვალისწინებული სანქციებისა და ტარიფების ამოქმედება შეაჩერა.   დმიტრიევის განცხადებით, „რუსეთსა და აშშ-ს შორის ეკონომიკური თანამშრომლობა ორივე ქვეყნის ინტერესებში შედის“.