პარიზის პოლიციამ     40 ადამიანი   დააკავა.  ქალაქის პოლიციის პრეფექტურის განცხადებით, დაკავებები დედაქალაქის სხვადასხვა უბანში ჩატარებული შემოწმებების შედეგად განხორციელდა.  პრეფექტურის ინფორმაციით, დაკავებულთა უმეტესობას თან ჰქონდა აკრძალული თავდაცვის საშუალებები ან იარაღი. უწყების ცნობით, ამოღებულ ნივთებს შორის იყო პოლიციის ყალბი სამკლავური და დანა.   საპროტესტო აქციების გამო, პარიზში მეტროს რამდენიმე ხაზი დაიხურა.   მარსელში აქციის მონაწილეებმა ნაგვის ურნებითა და სკუტერებით გზატკეცილი გადაკეტეს, რის შემდეგაც პოლიციამ აქციის მონაწილეების დასაშლელად ცრემლსადენი გაზი გამოიყენა.  ამასთან, აქცია მიმდინარეობს ლიონშიც. დემონსტრანტებმა გზის გადაკეტვა სცადეს, პოლიციამ კი მათ დასაშლელად ცრემლსადენი გაზი გამოიყენა. სამართალდამცველებმა რამდენიმე ადამიანი დააკავეს.