რუსული ონლაინმაღაზია Ozon-ის განცხადებით, 17-18 ოქტომბრის ღამეს სანქტ-პეტერბურგში მდებარე მის ერთ-ერთ ლოჯისტიკურ ცენტრზე დრონით თავდასხმა მოხდა, რასაც ხანძარი მოჰყვა.

კომპანიის ინფორმაციით, თანამშრომლების ევაკუაცია დაუყოვნებლივ განხორციელდა. დაშავებულები არ არიან.

„გუშინ ღამით სანქტ-პეტერბურგში მდებარე ჩვენს ერთ-ერთ ლოჯისტიკურ ცენტრზე დრონით თავდასხმა მოხდა. დაუყოვნებლივ მოვახდინეთ ყველა თანამშრომლის ევაკუაცია; დაშავებულები არ არიან. გაჩნდა ხანძარი, ადგილზე კი საგანგებო სამსახურები მუშაობენ“, – აღნიშნული იყო კომპანიის განცხადებაში.რუსეთის ხელისუფლების ცნობით, იმავე ღამეს ლენინგრადის ოლქზე თავდასხმა 100-ზე მეტი დრონით განხორციელდა.

ასევე გავრცელდა ინფორმაცია სანქტ-პეტერბურგის ნავთობტერმინალზე გაჩენილი ხანძრისა და ელექტრომომარაგების შეფერხებების შესახებ.