ყოფილი პრემიერ-მინისტრი, პარტია „გახარია საქართველოსთვის” ლიდერი, გიორგი გახარია სოციალურ ქსელში წერილს აქვეყნებს. “ „ქართული ოცნების“ პრემიერ-მინისტრმა ღიად განაცხადა ოპოზიციური პარტიების აკრძალვის მიზნის შესახებ: პოლიტიკური ველის გაწმენდა და საკუთარი შეხედულებისამებრ შერჩეული, „მოსახერხებელი ოპოზიციის“ შექმნა,” -წერს გახარია სოციალურ ქსელში . მისი მტკიცებით, ეს სცენარი მოსკოვის სამოქმედო გეგმის იდენტურია. „ეს სცენარი მოსკოვის სამოქმედო გეგმის იდენტურია, სადაც საარჩევნო ბიულეტენში მრავალი „ოპოზიციური“ პარტიაა წარმოდგენილი, თუმცა არჩევნები სხვა არაფერია, თუ არა ილუზია და თვითმოტყუება“, – აცხადებს გახარია. მისი თქმით, საქართველოში უკვე ახალი პარტიების შექმნის ნიშნები ჩანს. „საქართველოში უკვე ვხედავთ ახალი პარტიების შექმნის ნიშნებს. ეს ადამიანები ან ვერ აცნობიერებენ, რომ მათთვის წინასწარ განსაზღვრულ როლს ასრულებენ, ან შეგნებულად შედიან გარიგებაში პრორუსულ რეჟიმთან“, – აცხადებს გიორგი გახარია.