საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში ხუთი პოლიტიკური პარტიის არაკონსტიტუციურად ცნობისა და აკრძალვის შესახებ სარჩელის განხილვა 10 ნოემბრის 12:00 საათზე გაგრძელდება. როგორც საკონსტიტუციო სასამართლოს განცხადებაშია აღნიშნული, 9 ნოემბერს,  ჩანიშნული არსებითი განხილვის სხდომა ერთ-ერთი მოსამართლის ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო გადაიდო.  მათივე ინფორმაციით, სხდომები გაგრძელდება 11, 12, 13 ნოემბერს 11:00 საათზე.