უკრაინის კონფლიქტის მოგვარების პროცესში აშშ-მა ადგილზე არსებული რეალობა უნდა გაითვალისწინოს, – ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, სერგეი რიაბკოვმა განაცხადა.

რიაბკოვმა აღნიშნული განცხადება მოსკოვსა და კიევში აშშ-ის პრეზიდენტის წარმომადგენლების, სტივ უიტკოფისა და ჯარედ კუშნერის დაგეგმილ ვიზიტებთან დაკავშირებით გააკეთა.

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის განცხადებით, მიმდინარე ვითარება უკრაინის სასარგებლოდ არ იცვლება.

„მთავარ კითხვას წარმოადგენს ის, თუ რამდენად არის აშშ-ის ადმინისტრაცია მზად, რომ ძალისხმევა კრიზისის რეალური მოგვარების გზების პოვნისკენ მიმართოს, მათ შორის, ადგილზე არსებული რეალობის გათვალისწინებით. არა მხოლოდ ძირეული მიზეზების გათვალისწინებით, რომლებზეც ჩვენ მუდმივად ვსაუბრობთ, არამედ იმ ვითარების, რომელიც მუდმივად იცვლება“, – აღნიშნა რიაბკოვმა.