ხარგის კუნძულის მახლობლად ირანულ ნავთობტანკერზე სარაკეტო დარტყმა განხორციელდა. ინფორმაციას Reuters-ი ირანის სახელმწიფო მედიაზე დაყრდნობით ავრცელებს.

ირანის სახელმწიფო მედიის ცნობით, ტანკერს აშშ-ის ძალების მიერ გაშვებული ოთხი რაკეტა მოხვდა.

გავრცელებული ინფორმაციით, თავდასხმის შედეგად არავინ დაშავებულა.

ამასთან, ირანული ნავთობტანკერიდან ეკიპაჟის წევრების ევაკუაცია მიმდინარეობს.