აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის სპეციალური წარმომადგენლები – ჯარედ კუშნერი და სტივ უიტკოფი – რუსეთში ჩავიდნენ. მათი ვიზიტი რუსეთ-უკრაინის ომის დასრულების მიზნით მიმდინარე მოლაპარაკებების ფარგლებში იმართება.

რუსული მედიის ინფორმაციით, კუშნერი და უიტკოფი მოსკოვში სპეციალური რეისით, ვნუკოვოს აეროპორტში ჩავიდნენ. მათ აეროპორტში რუსეთის პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენელი და რუსეთის პირდაპირი ინვესტიციების ფონდის ხელმძღვანელი კირილ დმიტრიევი დახვდა.

როგორც რუსული მედია წერს, კუშნერი და უიტკოფი დღეს რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს შეხვდებიან.

ამასთან, 6 სექტემბერს აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენლები უკრაინაში გაემგზავრებიან. ეს უკრაინაში მათი პირველი ვიზიტი იქნება მედიაციის პროცესის ფარგლებში.

ვიზიტების მიზანი რუსეთ-უკრაინის ომის დასრულების გზებზე მოლაპარაკებების გაგრძელება და სამშვიდობო პროცესში მხარეებს შორის პოზიციების დაახლოებაა.