სპეციალური წარმომადგენლების მოხსენებების შემდეგ, აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ვლადიმერ პუტინთან, შემდეგ კი ვოლოდიმირ ზელენსკისთან სატელეფონო საუბარს გამართავს. ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა უკრაინული მედია აშშ-ის ოფიციალურ პირზე დაყრდნობით  ავრცელებს.

ოფიციალური პირის თქმით, ტრამპი პუტინთან დარეკვამდე კონსულტაციებს გამართავს თავის წარმომადგენლებთან, სტივ უიტკოფთან და ჯარედ კუშნერთან, შემდეგ კი უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან საუბარს გამართავს.

ეს მოლაპარაკებები, სავარაუდოდ, 7 სექტემბერს გაიმართება. სტივ უიტკოფი და ჯარედ კუშნერი მოსკოვში 5 სექტემბერს, კიევში კი 6 სექტემბერს იმყოფებოდნენ.