პარლამენტის თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტის სხდომა, სადაც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის თანამდებობაზე მთავრობის მიერ წარდგენილ თამაზ ბორაშვილს უსმენდნენ, დასრულდა და კომიტეტი დაიხურა.

სხდომის დახურვის გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღეს, რაც სუს-ის უფროსობის კანდიდატმა მოხსენება დაასრულა და სხდომა კითხვა-პასუხის ეტაპზე გადავიდა.

თამაზ ბორაშვილის კანდიდატურას პარლამენტის პლენარულ სხდომაზე დღეს კენჭს უყრიან.

კანონის შესაბამისად, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსს პარლამენტი სრული შემადგენლობის უმრავლესობით ირჩევს. სუს-ის ხელმძღვანელის უფლებამოსილების ვადა 6 წელია.