ოკუპირებული ცხინვალის რეგიონში ჩატარებულ ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებში, წინასწარი მონაცემებით, მარატ კამბოლოვი ლიდერობს. ინფორმაციას სააგენტო RES-ი ავრცელებს.
ოკუპირებული რეგიონის ე.წ. ცენტრალური საარჩევნო კომისიის ცნობით, ხმების 40%-ის დათვლის შემდეგ, ე.წ. პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა მარატ კამბოლოვმა ხმების 88.4% მიიღო.
მეორე ადგილზე მურატ ვალიევია 4.3%-ით, მესამეზე კი კაზბეკ კოდოევი 1.1%-ით. ბოლო პოზიციაზე ზურაბ კოკოევია, რომელსაც ხმების 1% აქვს მიღებული.
ზურაბ კოკოევმა მარატ კამბოლოვს გამარჯვება უკვე მიულოცა.
ე.წ. ცესკოს ინფორმაციით, „არჩევნებში“ ამომრჩეველთა აქტივობამ 73.2% შეადგინა.
მარატ კამბოლოვმა მოსახლეობას მიმართა და განაცხადა, რომ „წინ ბევრი სამუშაოა“.
„მხოლოდ ერთად შეგვიძლია შევცვალოთ ჩვენი რესპუბლიკა, ჩვენი ცხინვალი. ჩვენ მისი გაძლიერება შეგვიძლია“, – განაცხადა კამბოლოვმა.