“ გაერთიანებული სამეფოს პოზიცია არ შეიძლება უფრო ნათელი იყოს – გავაგრძელებთ მუშაობას, რათა უკრაინას საჭირო სამხედრო და ფინანსური მხარდაჭერა ჰქონდეს საკუთარი თავის დასაცავად,”  – ამის შესახებ  განცხადებას  გაერთიანებული სამეფოს მთავრობა ავრცელებს დიზელის საწვავთან დაკავშირებით ტრამპისა და პუტინის შეთანხმების საპასუხოდ.    “  ასევე შევინარჩუნებთ რუსეთზე ზეწოლას ყველაზე მძიმე სასანქციო რეჟიმით, რომელიც გაერთიანებულ სამეფოს ოდესმე აუმოქმედებია, რითაც პუტინის აგრესიის ფასს გავზრდით და დავეხმარებით სამართლიანი და მყარი მშვიდობის მიღწევის ძალისხმევებს.

უკრაინამ არაერთხელ აჩვენა, რომ ის სერიოზულად ეკიდება მშვიდობას, მაგრამ რუსეთმა არაერთხელ უარყო მთლიანი და ნაწილობრივი ცეცხლის შეწყვეტები, და ამავდროულად აგრძელებს უკრაინელი სამოქალაქო პირებისა და ენერგეტიკის წინააღმდეგ დარტყმებს.  რუსეთს დღესვე შეუძლია ამ ომის დასრულება. მზად ვართ მხარი დავუჭიროთ უკრაინას იმდენ ხანს, რამდენიც საჭირო იქნება და პარტნიორებთან ვიმუშაოთ მყარი მშვიდობის მისაღწევად“, – განაცხადა გაერთიანებული სამეფოს პრესსპიკერმა.