მცხეთაში, სვეტიცხოვლის საპატრიარქო ტაძარში, სვეტიცხოვლობის დღესასწაულისა და საქართველოში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1700 წლისთავისადმი მიძღვნილი საზეიმო ღვთისმსახურება მიმდინარეობს.
წირვას სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი შიო III საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდის წევრებთან ერთად აღავლენს.
საზეიმო მსახურებას სხვადასხვა ადგილობრივი მართლმადიდებელი ეკლესიის დელეგაციების წარმომადგენლები და უცხოეთიდან მოწვეული სტუმრები ესწრებიან.
ღვთისმსახურება დილის 10:00 საათზე დაიწყო.
სვეტიცხოვლობის დღესასწაული საქართველოში წელიწადში ორჯერ – 14 ოქტომბერსა და 13 ივლისს აღინიშნება. 14 ოქტომბერს მართლმადიდებელი ეკლესია ქრისტეს კვართს იხსენიებს, ხოლო 13 ივლისს – ქრისტეს თორმეტ მოციქულს.