მოლდოვის პარლამენტის თავმჯდომარე იგორ გროსუ საქართველოს ხელისუფლების მხრიდან კრიტიკას ევროინტეგრაციის გზაზე მოლდოვის წინსვლას უკავშირებს. TV8-ის ეთერში მან განაცხადა, რომ მისი ქვეყანა ამ მიმართულებით საქართველოზე სწრაფად პროგრესირებს.

„საქართველო არ უშვებს ხელიდან შესაძლებლობას, რომ გაგვაკრიტიკოს. მოლდოვას მიმართ დიდი შური აქვთ, რადგან ევროპული ინტეგრაციის გზაზე უფრო სწრაფად მივიწევთ წინ”, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.

გროსუს განცხადების ფონზე, უკრაინისა და მოლდოვის ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებებში კიდევ ორი კლასტერი გაიხსნა. გუშინ მიღებული გადაწყვეტილება „შიდა ბაზრისა“ და „კონკურენტუნარიანობისა და ინკლუზიური ზრდის“ მიმართულებებს მოიცავს.