უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი გუნდთან ერთად გაერთიანებულ სამეფოში ჩავიდა. მისი განცხადებით, ვიზიტის ფარგლებში დღეს მეფე ჩარლზ III-სა და პრემიერ-მინისტრ ენდი ბერნემს შეხვდება.
„ჩემს გუნდთან ერთად უკვე გაერთიანებულ სამეფოში ვიმყოფები. დღეს შეხვედრა მექნება მის უდიდებულესობა მეფე ჩარლზ III-თან. ასევე გაიმართება მნიშვნელოვანი შეხვედრა პრემიერ-მინისტრ ენდი ბერნემთან“, – წერს ზელენსკი სოციალურ ქსელში.
უკრაინის პრეზიდენტის ინფორმაციით, მოლაპარაკებები უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ საკითხთა ფართო სპექტრს მოიცავს.
„ვამზადებთ გადაწყვეტილებებს, რომლებიც გაგვაძლიერებს. მადლობას ვუხდი მეფეს, პრემიერ-მინისტრსა და მთელ ბრიტანეთს მხარდაჭერისთვის!”- აცხადებს ზელენსკი.