ესტონეთის პრემიერ-მინისტრის, კრისტენ მიხალის განცხადებით, საქართველოს მთავრობამ უნდა მოუსმინოს საკუთარ ხალხს, რომელსაც ევროკავშირში გაწევრიანება სურს.  „საქართველოს მთავრობამ უნდა მოუსმინოს ხალხს, რომელსაც ევროპისკენ წასვლა სურს”, –  განუცხადა ესტონეთის პრემიერმა ევროპული საბჭოს შეხვედრის დაწყებამდე ჟურნალისტებს. მანამდე მან უკრაინასა და მოლდოვაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ევროკავშირმა ამ ქვეყნებთან მოლაპარაკებებში ყველა კლასტერი უნდა გახსნას.  „უკრაინისა და მოლდოვის შემთხვევაში, სავსებით გასაგებია, რომ ექვსი კლასტერიდან ოთხი უკვე გავხსენით, თუმცა საჭიროა ყველა კლასტერის გახსნა, რათა მათზე წვდომა გვქონდეს და პროცესი გაგრძელდეს”, – აღნიშნა ესტონეთის პრემიერ-მინისტრმა.