„ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში პარტიის პოლიტსაბჭოს სხდომა მიმდინარეობს.
პოლიტსაბჭოს სხდომას არსებული ინფორმაციით, „ქართული ოცნების” დამფუძნებელი და საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილიც ესწრება.
პოლიტსაბჭოს სხდომის შემდეგ უმრავლესობის სხდომაც გაიმართება.
პარალელურად “ქართული ოცნების” ცენტრალურ ოფისთან მოქალაქეები აქციას მართავენ.