“მას შემდეგ, რაც ამერიკის პრეზიდენტმა ენერგეტიკული ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა   რუსეთმა  სამოცდათექვსმეტჯერ  განზრახ დაარტყა უკრაინის ენერგეტიკას და ნავთობისა და ბუნებრივი აირის სექტორებს. “-   ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი  სოციალურ ქსელში  წერს.   უკრაინის პრეზიდენტის ინფორმაციით, ბოლო ერთი კვირის განმავლობაში რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ ორი ათას შვიდასი დრონი, ათას შვიდასი საავიაციო ბომბი და სამოცდაექვსი რაკეტა გამოიყენა, რომელთა უმეტესობა ბალისტიკური იყო.   ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, დარტყმების ძირითადი სამიზნე ენერგეტიკული ინფრასტრუქტურა იყო. უკრაინის პრეზიდენტის განცხადებით, რუსეთი ქვეყანაში ელექტროენერგიის სრულად გათიშვას ცდილობს.   „ამერიკამ უნდა დაინახოს, რომ რუსეთი სანქციების შემსუბუქების ან შეთანხმებების გაფორმების საპასუხოდ შემხვედრ ნაბიჯებს არ დგამს. პირიქით, ისინი ნებისმიერ სიგნალს, რომელიც შემოსავლის მიღების შესაძლებლობაზე მიანიშნებს, იმის დასტურად აღიქვამენ, რომ ომზე ფსონის დადება ამართლებს და ბრძოლის გაგრძელება შეუძლიათ“, – აღნიშნა ზელენსკიმ.