საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა შინაგან საქმეთა მინისტრ ლორან ნუნეზის გადადგომის შეთავაზება არ მიიღო. ინფორმაციას Reuters-ი ელისეს სასახლეზე დაყრდნობით ავრცელებს.
ელისეს სასახლის განცხადებით, პრეზიდენტის გადაწყვეტილებით, ნუნეზი თანამდებობაზე უნდა დარჩეს, რათა პოლიციასა და უსაფრთხოების ძალებში ბრძანებების გადაცემის უწყვეტობა უზრუნველყოფილი იყოს. მაკრონმა მინისტრს ასევე დაავალა, რაც შეიძლება სწრაფად შეიმუშაოს ახალი მიდგომები მაროდიორებთან გასამკლავებლად.
გადაწყვეტილებას წინ უძღოდა შაბათს ქვეყნის მასშტაბით გამართული დემონსტრაციები, რომლებიც არეულობაში გადაიზარდა. სხვადასხვა ქალაქში ჯგუფები პოლიციას დაუპირისპირდნენ, დაიწვა მუნიციპალიტეტის შენობა და გაიძარცვა მაღაზიები.
კვირას დაპირისპირება პარიზსა და მარსელშიც მოხდა. კომერციული ობიექტების გაძარცვის მცდელობების აღსაკვეთად პოლიცია ჩაერია.
საპროტესტო გამოსვლები ცხოვრების ხარჯების ზრდით, საჯარო სერვისების მუშაობის გაუარესებითა და სკოლებში არსებული მდგომარეობით გამოწვეულ უკმაყოფილებას უკავშირდება.