ბულგარეთში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური მიმდინარეობს. ერთმანეთს ქვეყნის მოქმედი პრეზიდენტი ილიანა იოტოვა და ქვეყნის ყოფილი პრემიერ-მინისტრი ანდრეი გიუროვი დაუპირისპირდებიან. ინფორმაციას გამოცემა „დოიჩე ველე“ ავრცელებს. შეგახსენებთ, არჩევნების პირველ ტურში ილიანა იოტოვამ ხმების 34.76% მიიღო. მისმა კონკურენტმა, ანდრეი გიუროვმა – 31.95%. 25 ოქტომბერს, არჩევნების პირველ ტურში აქტივობა ისტორიულად დაბალი, თითქმის, 23% იყო.