აშშ-ის საჰაერო ძალების განცხადებით, მათ რეაგირება მოახდინეს „უნებართვო უპილოტო საფრენი აპარატების საეჭვო აქტივობაზე“ ბრიტანეთის სამეფო საჰაერო ძალების ლეიკენჰითის ბაზასთან. აშშ-ის საჰაერო ძალების წარმომადგენლის თქმით, ინციდენტის შედეგად არც თვითმფრინავები და არც ბაზის ინფრასტრუქტურა არ დაზიანებულა. მომხდარს წინ უძღოდა ინფორმაცია, რომ ბაზაზე სირენები ჩაირთო. ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენელმა „ბიბისის“ განუცხადა, რომ უწყება „კოორდინაციას უწევს ყველა დაინტერესებულ მხარეს “.
ლეიკენჰითის ბაზაზე განლაგებულია აშშ-ის საჰაერო ძალების 48-ე ფრთა. მასში თითქმის შვიდი ათასი სამხედრო მოსამსახურეა, რომელთა ნაწილი ბაზაზე მუდმივად იმყოფება.