“ რუსეთის იუსტიციის სამინისტრომ  ელენე ხოშტარიას პარტია „დროა“ „არასასურველი ორგანიზაციების“ სიაში შეიყვანა,”  – ინფორმაციას რუსული მედია უწყების ვებგვერდზე დაყრდნობით  ავრცელებს.   რუსეთის იუსტიციის სამინისტრომ ქართული პოლიტიკური პარტია „დროა“ იმ უცხოური და საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციების სიაში შეიყვანა, რომელთა საქმიანობაც რუსეთის ტერიტორიაზე „არასასურველად“ ითვლება.  უწყების ვებგვერდზე განთავსებული ინფორმაციის თანახმად, სიაში ასევე აშშ-ში დაფუძნებული კვლევითი ორგანიზაცია „ჩარლზ კეტერინგის ფონდიც“ მოხვდა.   შეგახსენებთ, გასულ კვირას, რუსეთის გენერალურმა პროკურატურამ პარტია „დროა“ „რუსოფობიური შეხედულებების“ გამო „არასასურველ ორგანიზაციად“ გამოაცხადა.