“ თითოეული ქვეყნის სუვერენული არჩევანია, მიიღებს თუ არა მონაწილეობას და რა შესაძლებლობებს შექმნის ან გამოიყენებს ქვეყნისა და ხალხის საკეთილდღეოდ,”  – ასე  უპასუხა  ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ბაიბა ბრაჟემ “ევროსკოპის” შეკითხვას, როგორ შეაფასებდა ქართული მხარის უარს, მონაწილეობა მიეღო დაკავშირებადობის სამიტში.   “თუ საქართველოს მთავრობამ გადაწყვეტა, ევროკავშირთან თანამშრომლობის შედეგად ეს სარგებელი არ მიიღოს, ეს მისი არჩევანია, თუმცა, ვფიქრობ, ხალხს განსხვავებული პოზიცია აქვს”, – აღნიშნა ლატვიის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა.