ფონიჭალაში, სადაც სავარაუდოდ, ბუნებრივი აირის დაგროვების შედეგად აფეთქება მოხდა, შინაგან საქმეთა მინისტრი სულხან თამაზაშვილი და დედაქალაქის მერი, კახა კალაძე მივიდნენ. ადგილზე სამაშველო ჯგუფები მუშაობენ. შინაგან საქმეთა მინისტრის განცხადებით, კორპუსის ნანგრევებში 7 პირის ძებნა ამ დრომდე გრძელდება, მათ შორის არის 3 მცირეწლოვანი. მინისტრის თქმით, ამ დროისთვის, კლინიკებში გადაყვანილია 4 პირი. “ [კორპუსის] ნგრევის საფრთხე რეალურად არის, “ – განაცხადა შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრმა ჟურნალისტებთან საუბრისას. მისივე თქმით, აფეთქების მიზეზი და კერა იდენტიფიცირებულია.