“აშშ-სა და რუსეთის პრეზიდენტებმა, დონალდ ტრამპმა და ვლადიმერ პუტინმა ორმხრივი თანამშრომლობა და უკრაინასთან დაკავშირებული მოლაპარაკებების საკითხი განიხილეს, “ – ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტის თანაშემწემ, იური უშაკოვმა, განაცხადა. “კარგი შეხვედრა იყო. განვიხილეთ სამმხრივი სამიტისთვის მზადება და ორმხრივ ურთიერთობებთან დაკავშირებული საკითხები. ბუნებრივია, შევეხეთ უკრაინის კონფლიქტის მოგვარების თემას”, – აღნიშნა უშაკოვმა. მისი თქმით, მოლაპარაკებები დაახლოებით 40 წუთს გაგრძელდა.
შეგახსენებთ, დღეს ჩინეთის ქალაქ შენჭენში, რომელიც აზია-წყნარი ოკეანის ეკონომიკური თანამშრომლობის (APEC) სამიტს მასპინძლობს, აშშ-რუსეთისა და აშშ-ჩინეთის პრეზიდენტების ორმხრივი შეხვედრები გაიმართა. დღესვე დაგეგმილია აშშ-ის, ჩინეთისა და რუსეთის ლიდერების სამმხრივი შეხვედრაც.