რუსულმა ძალებმა ზაპოროჟიეზე მორიგი იერიში განახორციელეს. თავდასხმის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა, 22 კი დაშავდა. ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.
ადგილობრივი ხელისუფლების ინფორმაციით, დაშავებულთა შორის ორი ბავშვია.
თავდასხმის შედეგად ქალაქში მთლიანად დაინგრა კერძო საცხოვრებელი სახლი, ნაწილობრივ ჩამოინგრა ხუთსართულიანი კორპუსი. ასევე დაზიანდა მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლები, სატრანსპორტო ინფრასტრუქტურა და ავტომობილები.