2026 წელს, სავალუტო ბაზარზე არსებული ვითარების შესაბამისად, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა განაგრძო საერთაშორისო რეზერვების შევსება. 2026 წლის ოქტომბერში სებ-ის წმინდა შესყიდვებმა 235.75 მლნ აშშ დოლარი შეადგინა – მთლიანი საერთაშორისო რეზერვების მოცულობა კი ოქტომბრის მდგომარეობით 8.25 მლრდ აშშ დოლარს აღწევს.

საერთაშორისო სავალუტო რეზერვები ქვეყნის მაკროეკონომიკური სტაბილურობის მნიშვნელოვანი გარანტორია. შესაბამისად, სებ-ი ყოველთვის კონცენტრირებულია რეზერვების შევსებაზე, რასაც ადასტურებს ბანკის გაცხადებული პოლიტიკა. როდესაც ბაზარი ამის შესაძლებლობას იძლევა ეროვნული ბანკი ქვეყნის საერთაშორისო რეზერვებს ზრდის.

კერძოდ, ოქტომბერში სებ-მა Bmatch პლატფორმაზე განხორციელებული ინტერვენციების შედეგად სავალუტო რეზერვები 235.75 მლნ აშშ დოლარით შეავსო. ხოლო, 2026 წლის იანვარ-ოქტომბერში ჯამურმა წმინდა შესყიდვამ 3606.4 მლნ აშშ დოლარი შეადგინა.

2026 წლის სებ-ის მიერ განხორციელებული სავალუტო ინტერვენციები ასე გამოიყურება: იანვარი – Bmatch-ით წმინდა შესყიდვა 86.6 მლნ აშშ დოლარი; თებერვალი – Bmatch-ით წმინდა შესყიდვა 429.3 მლნ აშშ დოლარი; მარტი – Bmatch-ით წმინდა გაყიდვა 16.2 მლნ აშშ დოლარი; აპრილი – Bmatch-ით წმინდა შესყიდვა 333.3 მლნ აშშ დოლარი; მაისი – Bmatch-ით წმინდა შესყიდვა  632.9 მლნ აშშ დოლარი; ივნისი – Bmatch-ით წმინდა შესყიდვა 612.6  მლნ აშშ დოლარი; ივლისი – Bmatch-ით წმინდა შესყიდვა 488.2 მლნ აშშ დოლარი; აგვისტო – Bmatch-ით წმინდა შესყიდვა 555.6 მლნ აშშ დოლარი; სექტემბერი – Bmatch-ით წმინდა შესყიდვა 248.5 მლნ აშშ დოლარი; ოქტომბერი – Bmatch-ით წმინდა შესყიდვა  235.75 მლნ აშშ დოლარი.

საქართველოს ეროვნული ბანკი სავალუტო ბაზარზე განხორციელებული ოპერაციების შესახებ განახლებულ მონაცემებს 2026 წლის 25 დეკემბერს გამოაქვეყნებს.