უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, უკრაინა მზადაა, ცეცხლის ფრონტის ამჟამინდელი ხაზის გასწვრივ შეწყვეტისა და დიპლომატიურ მოლაპარაკებებზე გადასვლისთვის, თუმცა ამას ძალიან დიდ კომპრომისად მიიჩნევს.  “მზად ვართ გადავდგათ ასეთი ნაბიჯები – შევჩერდეთ იქ, სადაც ვართ. ვსაუბრობთ ცეცხლის შეწყვეტაზე შეხების ხაზის გასწვრივ. ეს კომპრომისია? რა თქმა უნდა, ძალიან დიდი კომპრომისი. გვესმის, რომ მას  პუტინს არ სურს ჩვენი მიწების დატოვება. სწორედ ამიტომ ვამბობთ: „კარგი, მოდით, აქ გავჩერდეთ და დიპლომატიაზე გადავიდეთ“”, – აღნიშნა ზელენსკიმ Al Jazeera-თან ინტერვიუში.  ამასთან,  უკრაინის პრეზიდენტმა , იმედი გამოთქვა, რომ აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს ჯერ კიდევ აქვს საკმარისი გავლენა ომის დასრულების გზის მოსაძებნად.