მიანმარის დასავლეთ რაკჰაინისა და აღმოსავლეთ კაიაჰის შტატში ამბოხებულების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე მიანმარის სამხედრო საჰაერო და საარტილერიო დარტყმების შედეგად 49 ადამიანი დაიღუპა და 90-ზე მეტი დაშავდა. ინფორმაციას ადგილობრივი მაცხოვრებლები და ჰუმანიტარული დახმარების მუშაკები ავრცელებენ. ადგილობრივი ჰუმანიტარული მუშაკისა და ამბოხებული დაჯგუფების „არაკანის არმიის“ ინფორმაციით, სამხედრო გამანადგურებელმა თვითმფრინავმა ორი ცალკეული თავდასხმა ქალაქ მრაუკ-უზე, დასავლეთ რაკაინის შტატში განახორციელა. გამანადგურებელმა პირველი ბომბი დაახლოებით 16:00 საათზე ჩამოაგდო, მეორე კი – 19:50 საათზე. „როიტერის“ ცნობით, მიანმარი არეულობაშია მას შემდეგ, რაც სამხედროებმა 2021 წელს გადატრიალების შედეგად ხელისუფლებაში მოვიდნენ. სამოქალაქო ომის გაჩაღებამ დაახლოებით 100 000 ადამიანი იმსხვერპლა.