“მოხარული ვარ, რომ საქართველოს, საქართველოს საზოგადოებას და მთლიანად მოსახლეობას ამერიკის პრეზიდენტის ინაუგურაციაზე წარმოვადგენდი. საქართველო უნდა ყოფილიყო წარმოდგენილი როგორც ამერიკის დიდი ხნის სტრატეგიული პარტნიორი, რაც ჩვენი მეგობრული ურთიერთობებისთვის მნიშვნელოვანია. ინაუგურაციის შემდეგ საქმიანი შეხვედრები დაიწყება. ჩვენი ურთიერთობების სწორ საფეხურზე დასაყენებლად შეხვედრებს მეც ჩავატარებ”- ამის შესახებ საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ინაუგურაციის ცერემონიალზე დასწრებასთან დაკავშირებით განაცხადა