„მაშინ, როდესაც დემოკრატიული ღირებულებები და საქართველოს ევროპული მომავალი თავდასხმის ქვეშაა, ელჩი ფიშერი თანმიმდევრულად და გაბედულად იცავს თავისუფლების, ღიაობისა და დემოკრატიის პრინციპებს. ელჩის პოზიცია, სრულიად ნათელი და დამაჯერებელია და შეახსენებს როგორც ხელისუფლებას, ასევე ქართულ საზოგადოებას, რომ საქართველოს კუთვნილი ადგილი არის ევროპული ქვეყნების ოჯახში.
სწორედ ამ პრინციპული პოზიციის გამო, ელჩი ფიშერი „ქართული ოცნების“ მხრიდან უსაფუძვლო, აგრესიული და უღირსი თავდასხმების სამიზნე გახდა. მისი პიროვნული შეურაცხყოფა და პროპაგანდისტული ნარატივები არ არის ცალკეული ინციდენტები; ისინი მიზანმიმართული და სისტემური დეზინფორმაციული და მტრული კამპანიის ნაწილია, რომელიც მიმართულია არა მხოლოდ გერმანიის, არამედ სხვა დასავლელი პარტნიორების – მათ შორის ევროკავშირისა, გაერთიანებული სამეფოს, და ამერიკის შეერთებული შტატების წინააღმდეგ, რომლებიც ათწლეულების განმავლობაში მტკიცედ უდგანან გვერდში საქართველოს. ჰუმანიტარული დახმარებითა და განვითარების ხელშეწყობით დაწყებული, მტკიცე დიპლომატიური და პოლიტიკური მხარდაჭერით დამთავრებული, გერმანია და მისი პარტნიორები ყოველთვის იყვნენ ქართველი ხალხის ყველაზე თანმიმდევრული და ერთგული მეგობრები.
საქართველოს მნიშვნელოვანი პარტნიორი ქვეყნის წარმომადგენლის, ჩვენი სამშობლოს სტუმრის, დისკრედიტაციისა და მასზე პერსონალური თავდასხმის მცდელობა ღრმად შემაშფოთებელია. ეს ქმედებები აზიანებს საქართველოს საერთაშორისო რეპუტაციას, ძირს უთხრის ჩვენს სტრატეგიულ ინტერესებს და, რაც ყველაზე სახიფათოა, აშორებს საქართველოს იმ მოკავშირეებს, რომლებიც მუდმივად გვერდში ედგნენ ჩვენი სამშობლოს დამოუკიდებლობას, უსაფრთხოებასა და დემოკრატიულ განვითარებას. საქართველოს სუვერენიტეტის გაძლიერების ნაცვლად, ასეთი ნარატივები მხოლოდ ასუსტებს ჩვენს მედეგობას, ხელს უწყობს განხეთქილებასა და ემსახურება იმ ძალების ინტერესებს, ვისაც არ სურს, რომ საქართველომ ევროპულ გზაზე წარმატებას მიაღწიოს.
საქართველოსა და ჩვენი მოქალაქეების მიმართ დასავლური მხარდაჭერის სიმცირის შესახებ ტყუილებს არ გააჩნია ფაქტობრივი საფუძველი. პირიქით, სწორედ გერმანია, გაერთიანებული სამეფო და სხვა ევროპული სახელმწიფოები თანმიმდევრულად უჭერდნენ მხარს საქართველოს ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციასა და იცავდნენ ჩვენს სუვერენიტეტს გარე საფრთხეების წინაშე.
ქართული არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებიც საქართველოს დემოკრატიული მომავლის ერთგული ვართ, ცალსახა მხარდაჭერას ვუცხადებთ ელჩ ფიშერს და პარტნიორი ქვეყნების ყველა იმ წარმომადგენელს, რომლებიც მტრობისა და ცილისწამების მიუხედავად, აგრძელებენ ქართველების თავისუფლების, დემოკრატიისა და ევროპული ინტეგრაციის უფლების დაცვას.
ჩვენი სამშობლოსადმი ჩვენი პარტნიორების სოლიდარობა იმსახურებს აღიარებას, მადლიერებასა და პატივისცემას.
ქართული არასამთავრობო ორგანიზაციები ერთსულოვნად ვდგავართ ელჩ ფიშერის გვერდით. ჩვენ გავაგრძელებთ პროპაგანდისა და მანიპულაციის მხილებას, და საქართველოს ისტორიული არჩევანისთვის – ჩვენი ევროპული მომავლისთვის – ბრძოლას. სიმართლის, ღირსების, დემოკრატიისა და თავისუფლების ფასეულობები საქართველოში აუცილებლად გაიმარჯვებს,”-ამის შესახებ არასამთავრობო სექტორის მიერ ერთობლივად გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.
წერილს ხელს აწერენ:
Europe-Georgia Institute (EGI) — „ევროპა-საქართველოს ინსტიტუტი“;
Transparency International Georgia — „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“;
Tbilisi Pride — „თბილისი პრაიდი“;
Tolerance and Diversity Institute (TDI) — „ტოლერანტობისა და მრავალფეროვნების ინსტიტუტი“;
Democracy Research Institute (DRI) — „დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი“;
Human Rights Center (HRC) — „ადამიანის უფლებათა ცენტრი“;
Green Alternative — „მწვანე ალტერნატივა“;
Rights Georgia — „უფლებები საქართველო“;
Civil Society Foundation — „სამოქალაქო საზოგადოების ფონდი“;
Georgian Democracy Initiative (GDI) — „საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა“;
Georgia’s European Orbit — „საქართველოს ევროპული ორბიტა“;
Partnership for Human Rights — „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“;
International Society for Fair Elections And Democracy (ISFED) — „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება“;
Georgia’s Association of Young Lawyers (GYLA) — „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“;
Democracy Defenders (DemDef) — „დემოკრატიის მცველები“;
Georgia’s Future Academy — „საქართველოს მომავლის აკადემია“;
Sapari — „საფარი“;
The Georgian Center for Psychosocial and Medical Rehabilitation of Torture Victims (GCRT) — „საქართველოს ფსიქოსოციალური და სამედიცინო რეაბილიტაციის ცენტრი წამების მსხვერპლთათვის“;
Institute for Development of Freedom of Information (IDFI) — „ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი“
Association of Law Firms of Georgia (ALFG) — „საქართველოს იურიდიული ფირმების ასოციაცია“
Women’s Initiatives Supporting Group (WISG) — „ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფი“;
Economic Policy Research Center (EPRC) — „ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრი“;
Research-Intellectual Club “Dialogue of Generations” (RICDOG) — „კვლევითი-ინტელექტუალური კლუბი „თაობათა დიალოგი“
GEOCASE — „ჯეოქეისი“;
Europe Foundation — „ევროპული ფონდი“;
Prevention for Progress (PFP) — „პროგრესისთვის პრევენცია“;
Civic Idea — „სამოქალაქო იდეა“
Institute of Western Democracy and Leadership (IWDL Georgia) — „დასავლური დემოკრატიისა და ლიდერობის ინსტიტუტი“;
Georgia’s Reforms Associates (GRASS) — „საქართველოს რეფორმების ასოციაცია“.