“ჩემი შეთავაზებით, [ჩეხეთის] მთავრობამ დაამტკიცა სავიზო ვალდებულებების შემოღება ქართული დიპლომატიური და სამსახურებრივი პასპორტების მფლობელებისთვის.

ასეთ რეაგირებას ვახდენთ ადამიანის უფლებების უპატივცემლობაზე, დემონსტრაციების დარბევასა და სამოქალაქო საზოგადოების დასუსტებაზე.

[აღნიშნული] ზომა საქართველოს ოფიციალურ პირებთან უვიზო მიმოსვლას აჩერებს,”-ამის შესახებ ჩეხეთის  საგარეო საქმეთა მინისტრი, იან ლიპავსკი სოციალურ ქსელში წერს.